20 თებერვალს ჩვენი გვარის წარმომადგენლები კვლავ შევიკრიბეთ სამების
აკათედრო ტაძარში ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა
თემებზე, ავირჩიეთ საინიციატივო ჯგუფის წევრები 8 კაცის შემადგენლობით.
თავდაპირველად იყო აზრი ჩვენი გვარისთვის ოფიციალური კავშირის სახე
მიგვეცა, მაგრამ ბატონი ერეკლე მაჭავარიანის წინადადებით გადაწყდა ჩვენი
გვარის გაერთიანება მომხდარიყო წმიდა გიორგის ხატის ირგვლივ. ანუ 14
თებერვალს ჩვენი გვარის კურთხევის დღეს პატრიარქის მიერ ჩვენი გვარის
სახელზე ნაკურთხი ხატის ირგვლივ. რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას რომ ეს
ხატი აუცილებლად შემოივლის ყველა მაჭავარიანის ოჯახს, თან ახლდება ყველა
სარიტუალო ატრიბუტი, ალბომით, სადაც ამ ხატის ისტორია ჩაიწერება ყველა
ოჯახში, და ყულაბა რომელშიც სურვილისამებრ ყველას შეეძლება შესწიროს ხატს
გარკვეული თანხა, ეს თანხა მომავალში მოხმარდება გვარის კეთილდღეობას.
მანამდე კი ხატის ადგილსაყუდელი მეურვის, ბატონი ბიჭი მაჭავარიანის ოჯახში
იქნება. დაიგეგმა ასევე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დღეც. თუ როგორ
წარიმართება ეს შეხვედრა და რა თემებზე გვექნება საუბარი იხილავთ ამავე
საიტზე.