მაჭავარიანების ვებგვერდი
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ძებნა
მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » მაჭავარიანები(ვისი გორის ხარ)
1:41 PM
მაჭავარიანები(ვისი გორის ხარ)
მაჭავარიანი

გვარის ფუძე სავარაუდოდ, არის საკუთარი სახელი მაჭავარი. ამ გვარის შტოებად მიიჩნევენ გვარებს: მოზვრიშვილს, გრძელლიშვილს, ფაზიაშვილს და ჭანიშვილს.
ნიკოლოზ ბერძენიშვილი ვარდოსანიძეების გვარის მიმოხილვისას აღნიშნავს, რომ მეფის კარზე ვარდოსანიძეების გაძლიერებისას მოხდა ვარგების გააზნაურება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. მათ შორის იყვნენ: მაჭავარიანები, ჩარკვიანები, ჭაბუკიანები, ჟორჟოლიანები, დევდარიანები, იოსელიანები, ბერეჟიანები, ჯაფარიძეები, კუჭაიძეები, ყიფიანები, ნიჟარაძეები, ჩიქოვანები, ფარჯიანები და სხვა.
რუსეთის მთავრობამ 1850 წელს აზნაურთა წოდებები დაამტკიცა და ამ წოდებას მიკუთნებულ პირთა სახელდებით, საოჯახო სიაში შეიტანა მაჭავარიანების 50 ოჯახი.
მაჭავარიანები იყვნენ, აგრეთვე, სამეფო აზნაურები, რომლებსაც ვრცელი მიწა–წყალი ეჭირათ. ჯერ კიდევ 1452 წელს, სამკვიდროდ სამი სოფელი ჰქონდათ: ხოვრეთი, წევა(წმინდა გიორგის სახელზე აშენებული ეკლესიით) და ილემი. მათვე ეკუთნოდათ „ნარიდინევი და ნაორმალი... სახევარი სატბავიანი, ჩხერიმელასა და ძირულას გამოღმა."
XIX საუკუნის 40–იან წლებში კაცია მაჭავარიანი, როგორც ხურო მონაწილეობას იღებდა ქაშუეთის ეკლესიის მშენებლობაში. მისმა შთამომავლებმა აიღეს გვარი კაციელაშვილი. ისინი საკმაოდ ვრცელ მამულებს ფლობდნენ ქსნის ხეობის საერისთავოს ძირში: სოფელ ავნევში, დიდმუხაში: თიანეთის მაზრაში(სოფელ ახალსოფელში) და ქიზიყში(სოფელი ანაგა). ავნევში და ანაგაში მათ საგვარეულო სასახლეებში, XIX საუკუნეში ფუნქციონირებდა პირველი დაწყებით სკოლები.
მაჭავარიანები სვანეთშივე დაწინაურებული საგვარეულო ყოფილა და ლეჩხუმ–იმერეთის გარდა, მრავლად გვხვდებიან როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლში.
ქსნის ერისთავის ტრაქტატის სიით, თვრამეტ აზნაურს შორის, მაჭავარიანები მეცხრე ადგილზე არიან. XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ქსნის ერისთავის საბუთებში იხსენიებიან: ტატიშვილი, ბასილაშვილი, მაჭავარიანი, კობახიძე და ჯაბახიძე.
1783 წლის ტრაქტატით, ორბელიანების(ყაფლანიშვილების) სააზნაურო საგვარეულოებს შორის მოიხსენიებიან მაჭავარიანებიც.
როგორც დოკუმენტებით ირკვევა მაჭავრიანები ამირეჯიბების აზნაურებიც ყოფილან.
ჩხეიძეების ტრაქტატის მიხედვით, სამი აზნაური ყავთ: მაჭავარიანი, ქართველიშვილი და რამინიშვილი.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შანშე დავითაშვილი ამირეჯიბისგან სამ აზნაურს ყიდულობს თავის მამულებისთვის: მაჭავარიანს, რევაზიშვილს და საყვარელიძეს.
მაჭავარიანთა ადგილ–მამულები აბაშიძეებს მიუტაცებით. XVI საუკუნის მეორე ნახევრისთვის წევა–ილემის ნაწილი უკვე აბაშიძეებს აქვთ მითვისებული. წევის ეკლესიისა და სხვა მამულების გამო აბაშიძეებსა და მაჭავარიანებს შორის XIX საუკუნის დამდეგს დიდი დავა ყოფილა ატეხილი.
მაჭავარიანები იყვნენ წერეთლებისა და ჩხეიძეების მემამულეებიც. ისინი რუსეთის მთავრობამ აზნაურებად საგვარეულო „ხავერდის წიგნში" შეიტანა.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით მოამზადა ქეთი ლომსაძემ
ჟურნალი „თბილისიელები," რუბრიკა „ვისი გორის ხარ"
N 15(380), 7–13 აპრილი 2008 წელი

კატეგორია: ინფორმაცია | ნანახია: 2552 | დაამატა: pacho65 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3  
სვანეთში,მულახის თემში-ჟამუშში არის მაჭავარიანების საგვარეულო კოშკი...მე-17 საუკუნის მერე იკარგება ჩვენი გვარი სვანეთში...

2  
გამარჯობათ, მე გვარად ჩაგანავა ვარ, წარმოშობით აბაშის რაიონიდან. არც თუ დიდი ხნის წინათ გავიგე ერთი უცნაური ამბავი, თითქოს ჩემი წინაპრები მაჭავარიანები ყოფილან, ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი, არ ვიცი როგორ და ვის მივმართო.
მოკლედ ეს ამბავი ასე ჟერს, არ ვიცი როდის , რომელ საუკუნეში ერთ–ერთი მაჭავარიანების ოჯახი გამოქცევია თავის ბატონს, ალბათ რაიმე დაპირისპირების გამო. ეს ოჯახი დასახლებულა აბაშის რ–ის სოფ. კეთილარში, ოჯახის თავკაცი რომელიღაც ომში დაღუპულა, დარჩა მეუღლე, რომელმაც შვილი გააჩინა, ადგილობრივ მოსახლეობას უფიქრია, გვარის გარეშე ხომ ვერ დავტოვებთო (ალბათ ნამდვილი გვარის გამჟღავნება სახიფათო იყო იმ ოჯახისთვის ) და ჩაგანავა მიუციათ გვარად, ამასაც აქვს თავისი ისტორია , თურმე გამოქცეულ ოჯახს თავი შეუფარებია სიმინდის ღერისგან გაკეთებულ ქოხში, (სიმინდის ღერს კი სამეგრელოში ჩანგალა ჰქვია) და ალბათ ჩანგალას ხომ არ დაარქმევდნენ და აქედან წარმოიშვა ჩაგანავა.
არ ვიცი ეს ამბავი შეიძლება რამე ზღაპარს უფრო გავს , მაგრამ რატომღაც ძალიან ამაფორიაქა, ჩემს ბავშვობაშიც კი მსმენია უფროსებისგან ხუმრობით , რომ თითქოს ჩვენ აზნაურები ვიყავით და დიდგვაროვნებს მივეკუთვნებოდით, მაგრამ ამას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი,
ძალიან გთოხვთ, თუ რამე მსგავსი გაგიგიათ ან თუ შემდეგში გაიგებთ შემატყობინეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ ეს ამბავი სიმართლეს მოკლებულია და ხალხის მიერ არის შეთხზული , ამისათვისაც დიდ ბოდიშს გიხდით.

1  
აი ეს მესმის, დროული სტატიაა, ვფიქრობ ყველამ უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, იმედია ყველას ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ჩვენი გვარის შესახებ აუცილებლად გაგვიზიარებს, ბატონ მამუკას კი ვმადლობთ ამ სტატიის აქ გამოქვეყნებისათვის!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი ჩატი
300
მთვლელი
სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
Copyright MyCorp © 2018